Sunday, March 19, 2017

მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ცოტა დაძაბულები ვიყავით რადგან ყველა დავალება უნდა ჩაგვებარებინა. ტრენინგის დასაწყისში ვისაუბრეთ ბლოგზე გვერდების დამატებაზე და მაგალითიც გავაკეთეთ, ასევე ბლოგის გვერდზე გავაკეთეთ ინტელის პროექტის გვერდი, რომელზე დაწკაპებისას გამოდის google disk-ზე გაკეთებული ჩვენი ნაშრომი. ტრენინგის ბოლოს კი მოვახდინეთ ჩვენი ტრენინგის შეჯამება.
მადლობთ ყველაფრისთვის.

მერვე დღე

დღეს ტრენინგზე ვისაუბროთ ტრენინგის პორტფოლიოს შესახებ და 13 სავალდებულო დავალებაზე, რომლებიც უნდა გვქონდეს ტრენინგის დამთავრების ბოლო დღეს. ასევე გავაკეთეთ powerpoint-ში კითხვარი და პატარა ვიდეო კლიპი (თამაში). ცუდი ის იყო, რომ ინტერნეტი არ იყო სკოლაში და უფრო მეტის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

Sunday, March 12, 2017

მეშვიდე დღე

ტრენინგის ამ დღეს გავიხსენეთ და ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, ამის შემდეგ გავაკეთეთ IQ ტესტი. ასევე ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკების შესახებ და ვნახეთ მისი რამდენიმე ვარიანტი და გავეცანით  check list-ს და ვნახეთ მისი ნიმუშებიც. დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ჩემთვის,  მაგრამ ცოტათი დაძაბულიც რადგან ტრენინგის ბოლო დღეებია, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ცოტა დრო.


Saturday, March 11, 2017

მეექვსე დღე

დღეს ტრენინგზე ვისწავლეთ უკუკავშირის მიცემა word-ის ფაილში და ასევე ბლოგზე კომენტარის გაკეთება. რაც მთავარია გავეცანით საავტორო უფლებებს და გავაკეთეთ პატარა ტესტი ამასთან დაკავშირებით. ასევე გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს და ვისწავლეთი მისი შევსება. მოკლედ რომ ვთქვა დღე საინტერესო და დატვირთული იყო.




Sunday, March 5, 2017

მეხუთე დღე

დღითიდღე ჩვენი ტრენინგი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. დღეს ვისწავლეთ  google form- ში კითხვარის შექმნა და ასევე ბლოგზე მისი გამოქვეყნება. დამატებით ვისწავლეთ ჩვენს მეილზე პროგრამა თარგმანის გამოყენება, აქ შეგვიძლია გადავთარგმნოთ სიტყვები, წინადადებები, დოკუმენტები, საიტები და ბლოგები. ხოლო youtube-ის პროგრამაში ჩვენთვის შესაფერისი ვიდეო კლიპის მოძებნა და გადმოწერა. 

Saturday, March 4, 2017

მეოთხე დღე

ტრენინგის ეს დღე იყო ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო. ვისწავლეთ google drive-ის პროგრამის შექმნა და მუშაობა; საქაღალდეების შექმნა და მათი გაზიარება, ასევე მასში ფაილების, სურათების და საქაღალდეების ატვირთვა. დამატებით ვისწავლეთ Google Docs პროგრამაში მუშაობა და მისი გაზიარება.

Sunday, February 26, 2017

მესამე დღე

დღეს ჩვენ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ვნახეთ მათი ნიმუშები და მაგალითებიც შევქმენით, publisher-ის პროგრამაში განვიხილეთ სერთიფიკატების და ბროშურების შექმნა და შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი რამდენიმე ნიმუში. დღითიდღე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება ჩვენი ტრენინგი.